ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება
როგორ განვათავსო ბანერები საიტზე?

ფლეშ ბანერში ხდება რეკლამირება შემდეგნაირად:

1) გადადით კატეგორიაში ჩვენი მომსახურეობა > რეკლამა საიტზე.

2) აირჩიეთ 4 კატეგორიიდან ერთერთი მაგალითად A კატეგორია.

3) შეარჩიეთ A კატეგორიის პოზიცია მაგალითად A7

(A, B, C, კატეგორიები არის ფლეშ ბანერი ხოლო მეოთხე კატეგორია ვიდეო ბანერი).

4) გადადით კატეგორიაში დაგვიკავშირდით და მითითებულ იმეილზე მოგვწერეთ რომელ პოზიციაზე გსურთ რეკლამის განთავსება და ჩვენ მოგწერთ იმ პოზიციის საფასურს თქვენს იმეილზე. 

5) თუ თქვენ თანახმა იქნებით თქვენს მიერ არჩეული საბანერო პოზიციის იმ თანხის გადახდაზე რომელიც თქვენს იმეილზე მოგივიდათ მაშინ გააგზავნეთ თქვენი სარეკლამო სურათი შესაბამისი გამოსახულებით ან ანიმაციური ბანერი და ასევე თქვენი ვებ-გვერდის ლინკიც ჩვენს იმეილზე.

6) იმეილში მიუთითეთ ბანერის საიტზე განთავსების ვადა ანუ რა დროით გინდათ რეკლამის ბანერზე განთავსება მაგალითად შეგიძლიათ მიუთითოდ: ერთი თვე, ექვსი თვე, ერთი წელი და ა.შ.

ვიდეობანერში ხდება ვიდეორგოლების რეკლამირება შემდეგნაირად:

1 მეთოდი

1) კლიენტი აგზავნის თავის სარეკლამო ვიდეორგოლს. 

2) ვიდეორგოლი იტვირტება სააგენტოს ოფიციალურ Youtube - ს გვერდზე.

3) ვიდეორგოლის საიტზე შემოტანა ხდება Youtube - ს გვერდიდან და შემდეგ თავსდება ვიდეობანერზე.

2 მეთოდი

1) კლიენტი ახდენს სარეკლამო ვიდეორგოლის ატვირთვას თავის ოფიციალურ Youtube - ს გვერდზე.

2) Youtube - ს ლინკს აგზავნის სააგენტოს ოფიციალურ იმეილზე.

3) სააგენტო აქვეყნებს ვიდეობანერს თქვენს მიერ გამოგზავნილი ლინკის მეშვეობით. 

 

შენიშვნა:

შესაძლებელია მხოლოდ ორი ტიპის ბანერის განთავსება და ესენია:

1) ფლეშ ბანერის ფორმატები: GIF, PNG, JPEG.

2) ვიდეობანერის ფორმატები: MP4, FLV.

ნიმუშები

ფორმატი GIF.

ფორმატი PNG.

ფორმატი JPEG.

როგორ დავამატო სტატია სააგენტო "სოფიას" ახალ ამბებში?

1) თუ ინფორმაცია Microsoft Word - შია აკრეფილი გამოაგზავნეთ იმეილზე.

2) თუ ინფორმაცია თაბახის A4 ფორმატის ფურცელზე არის აკრეფილი დაასკანერეთ და გამოაგზავნეთ იმეილზე.

 

შენიშვნა:

ადმინისტრატორი თავად წყვეტს იმეილზე მოსული ინსტრუქციებიდან:

რომელი განათავსოს

როდის განათავსოს

და საერთოდ განათავსოს თუ არა.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტატიის განთავსება უფასოა.

ინფორმაციის შინაარსი:

გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები:

ინფორმაცია უნდა იყოს საინტერესო.

არ უნდა იყოს კოპირებული ისეთი საიტიდან რომელიც საავტორო უფლებებით არის დაცული.

არ უნდა იყოს: პოლიტიკური, ეკლესიური, სარეკლამო, პორნოგრაფიული შინაარსის.

არ უნდა იყოს ერთიდაიგივე სტატია ორჯერ გამოგზავნილი.

როგორ გამოვიძახო სააგენტო "სოფიას" მომსახურეობის კონკრეტული სერვისი?

სერვისის გამოძახების წესები

1) პირველ რიგში გაეცანით გამოყენების წესებს კატეგორიებში: წესები > მომსახურეობის ხელშეკრულება.

2) ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურეობა კატეგორიაში: ჩვენი მომსახურეობა.

3) გადადით კატეგორიაში: დაგვიკავშირდით და მითითებული ნომრის მეშვეობით გამოიძახეთ თქვენთვის სასურველი მომსახურეობის სერვისი.

 

შენიშვნა:

თუ ბანერზე რეკლამის განთავსება გსურთ ამ შემთხვევაში მოგვწერეთ იმეილზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: სიახლეები > განმარტებები > სააგენტო "სოფიას" მომსახურეობის სერვისის განმარტება.