ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა (prava)

01 აპრილი, 2016

როგორ ავიღოთ (prava) მართვის მოწმობა? როგორ ჩავაბაროთ გამოცდა? ღირს თუ არა (prava)  მართვის მოწმობა ავტოსკოლის დახმარებით  ავიღოთ? გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას და ასევე გამოცდილებას, რაც მართვის მოწმობის აღებისთვის გამოგადგებათ.

მაშ ასე, გინდათ (prava) მართვის მოწმობა  და აპირებთ გამოცდაზე გასვლას, პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ინდივიდუალური სტრატეგია.

(prava) მართვის მოწმობა  - გამოცდებისთვის მომზადება:

პირველი გამოცდა თეორიაშია. თეორიულ საკითხებში ზოგი სხვის დაუხმარებლად ემზადება, მაგრამ ზოგს  საკუთარ თავზე მუშაობა უჭირს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალისხმევა უნდა დახარჯოთ, რომ ცოდნა მიიღოთ და საკითხები დაიმახსოვროთ. მაგრამ, მასწავლებელი ყოველთვის დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ და გაიაზროთ საკითხები, გაიმეოროთ ნასწავლი. ამიტომ, უმჯობესია თუ ავტოსკოლას მიაკითხავთ.

თეორიულ საკითხებში ავტოსკოლის საშუალებით მომზადება საშუალოდ 70-80 ლარი დაგიჯდებათ. რაც ნამდვილად ღირს, რადგან ეს სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უპირატესობას მოგცემთ. 

(prava) მართვის მოწმობა – პრაქტიკული გაკვეთილები:

პრაქტიკის გაკვეთილი საათი საშუალოდ 20 ლარი ჯდება. თუკი მანქანა მანამდე საერთოდ არ გიტარებიათ, მინიმუმ 10 გაკვეთილი მაინც დაგჭირდებათ, რომ გამოცდაზე გახვიდეთ. ისე გაგიჭირდებათ მართვის მოწმობა (prava) აიღოთ.

prava - მართვის მოწმობა

პირველ რიგში შეამზადეთ თავი იმისთვის, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე სრულიად ცივსისხლიანი და დამშვიდებული წარდგეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია თითქოს უკვე გამოცდაზე ხართ და მშვიდად ასრულებთ მანევრებს. ხშირად იმეორეთ აფირმაციები: მე მშვიდად ვარ, სანერვიულო არაფერი მაქვს, გამოცდისთვის კარგად ვარ მომზადებული, მე გამოცდა უკვე ჩავაბარე და მართვის მოწმობა ავიღე. მართვის მოწმობა უკვე ჯიბეში მაქვს! ეს აფირმაციები სიმშვიდის მოპოვებაში  დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ თემასთან დაკავშირებული ლინკები:

1) მართვის მოწმობა – თეორიული გამოცდა:

2) მართვის მოწმობა – პრაქტიკული გამოცდა:

3) მართვის მოწმობა – საგამოცდო პროცედურები:

4) მართვის მოწმობა – სერვისის ტარიფები.

ასევე შეგიძლიათ გადმოიწეროთ მანქანის მართვის თამაშები (სიმულატორები), რომელებიც მაქსიმალურად მიახლოებულია ქუჩებში არსებულ რეალურ სიტუაციებთან:

Driving Simulator 2012 – გადმოწერა 

(პაროლი არქივებზე: file.ge)

3D Driving-School v 4.2 + Crack – გადმოწერა

(პროგრამის ინსტალაციისას გამოიყენეთ პარილი: Clutch)

თეორიული გამოცდების ტესტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულებზე:

http://www.ms.mia.ge/DRIVERTEST/

http://prava.drive.ge/

http://auto.ge/drive/index.php

http://www.mycar.ge/page_40_89664.html

ასევე, იხილეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თეორიული და პრაქტიკული გამოცდების პროცესი:

და აი, მართვის მოწმობა უკვე აიღეთ და აპირებთ მანქანის შეძენას (თუ რა თქმა უნდა ჯერ არ გყავთ მანქანა). ამაში უთუოდ დაგეხმარებათ ჩვენი სტატია ავტომობილის არჩევის შესახებ:

მანქანები (manqanebi) საქართველოში

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8