ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მანქანის ყიდვისას

01 აპრილი, 2016

ნახმარი ავტომობილის ყიდვისას, მყიდველების 90% პირველ რიგში ცდილობს შეარჩიოს მანქანა მინიმალური გარბენით, გამოშვების თარიღის და დაბალი ფასის მიხედვით, ყურადღებას კი არ აქცევს უფრო მნიშვნელოვან დეტალებს. გასაყიდი მანქანების 25%-ს გააჩნია სერიოზული დეფექტები, რაც აქტიური გამოყენებისას, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვლინდება.

ყველაზე ხშირად ლაქსაღებავის საფარის დეფექტები იჩენს თავს, რაც შემდგომში კეროვანი კოროზიის წარმოქმნას იწვევს. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს ფერის ერთგვაროვნებას. თუ დეტალი ახალი შეღებილია რომელსაც კონტაქტი აქვს საგზაო ჭუჭყთან (მაგალითად, ფრთას), ძარის სხვა ელემენტებისგან განსხვავებით ის  საეჭვოდ სუფთა იქნება. ასევე, საჭიროა იმ დეტალების ღრუების შემოწმება, სადაც ავტომობილის რეცხვისას წყალი არ ხვდება. თუ ჩატარებულია ძარის რემონტი, მაშინ იქ შეფითხვნის (“შპაკლიოვკა”) შედეგად  თეთრი ან ბეჟი ფერის მტვერი იქნება დალექილი.

იმის გასარკვევად მოხსნილი იყო თუ არა ძარის ელემენტები შესაღებად,  ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ სამაგრები. მათი მოხსნის შემთხვევაში, ჭანჭიკის თავებზე ან ხრახნის შლიცებზე ნაჭდევები რჩება, ხოლო სამაგრის დეტალთან კონტაქტის ადგილას  ლაქსაღებავის საფარი დარღვეული იქნება.  ძარის ლაქსაღებავის საფარის მთლიანობის შემოწმების ყველაზე საიმედო ხერხია საღებავის სისქის გასაზომი სპეციალური ხელსაწყოს გამოყენება. მისი მაჩვენებლებით სპეციალისტი დაადგენს  შეღებილია თუ არა.

იმის დასადგენად იყო თუ არა პირისპირ შეჯახება, ყურადღება მიაქციეთ ფარებს. თუ ერთ-ერთი ფარა უფრო კაშკაშად ანათებს, შუშას არა აქვს მცირე ზომის ნაკაწრები და არ არის დაბინდული, ხოლო მეორე შუშა დაბინდულია, ეს პირისპირ შეჯახებაზე მოწმობს. საბურავების არათანაბარი და მკვეთრად გამოხატული ცვეთა კი შეიძლება მიუთითებდეს დარტყმაზე, რაც  სავალმა ნაწილმა მიიღო. ამ შემთხვევაში სასურველია  დათვალიერება ქვევიდან მოხდეს.

ყველა შემთხვევაში კარგი იქნება თუ არ დაინანებთ მინიმალურ ხარჯს და მანქანას კვალიფიციურ სპეციალისტს შეამოწმებინებთ.  ამით უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავს დაიზღვევთ.

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8