ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

ლამბორჯინი ავენტადორი LP700-4

04 აპრილი, 2016

ლამბორჯინი ავენტადორი არის “სპიდსტერის” ძარაზე აწყობილი ორიგინალური სპორტული ავტომობილი-კუპე, დამზადებული ავენტადორ LP700-4-ის ბაზაზე. ლამბორჯინი ავენტადორის გაბარიტული სიგრძე არის 4890 მმ, სიგანე – 2030 მმ, სიმაღლე – 1110 მმ. აღჭურვილი ლამბორჯინის მასა შეადგენს 1575 კგ-ს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მსუბუქი ავტომობილი მიეღოთ, ინჟინრებს მოუხდათ კონდენციონერისა და სანავიგაციო სისტემის მოშორება. წონის შემცირება ასევე მიღწეულ იქნა ნახშირბადოვანი ბოჭკოსაგან დამზადებული შასის მეშვეობით. ავტომობილის წონა მთელ შასიზე თანაბრადაა განაწილებული, ხოლო დამუხრუჭებაზე პასუხისმგებელია ნახშირბადოვანი კერმიკული დისკური მუხრუჭები. ეს მუხრუჭები მაღალ სიჩქარეებზეც კი, ავტომობილს ადვილად აჩერებს.

ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს 6.5 ლიტრიან ატმოსფერულ ძრავს V12. მისი სიმძლავრე 700 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა აღჭურვილია 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ახალ ავენტადორს შეუძლია 2.9 წამში 100 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროს. ხოლო, მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს.

ავტომობილის სალონი კომფორტულია. ლამბორჯინი ავენტადორის განახლებულ მოდელს პედლები უფრო მოხერხებულად აქვს განლაგებული. გაზრდილია მანძილი სკამიდან ჭერამდე. მაჩვენებლების პანელის და მართვის სხვა საშუალებების კონფიგურაციაც შეცვლილია.

ლამბორჯინი ავენტადორი აღჭურვილია უგასაღებო და start/stop სისტემებით, ინტერფეისებით იპოდ ipod და Bluetooth - ით, ავტომატური კლიმატ-კონტროლით, თანამედროვე სანავიგაციო სისტემით. ყველაფერი ეს საბაზო კომპლექტაციაში შედის. სხვა კომპლექტაციები კი მოიცავს: მანქანის გამჭვირვალე საფარს, ქრომირებულ, შავ ჩამოსხმულ დისკებს, თანამედროვე აუდიო სისტემასა და სხვადასხვა შიდა სისტემურ განათებებს.






  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8