ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

ბუგატი ვეირონის მაქსიმალური სიჩქარე

04 აპრილი, 2016

ბუგატი (bugati) 1909 წელს საფრანგეთში, ეტორ ბუგატის მიერ დაარსდა. ამ ბრენდმა სახელი გაითქვა ექსკლუზიური და ყველაზე სწრაფი მანქანების გამოშვებით. კომპანიამ თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე ბევრი მფლობელი გამოიცვალა, ახლა კი მას Volkswagen Group განაგებს. დღესსდღეობით, ბუგატი (bugati) უშვებს მოდელს – ვეირონ 16.4, რაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია.

ბუგატი (bugati) ვეურონ 16.4-ის ოფიციალური გამოცდა 2005 წელს Ehra-Lessien-ის ტრასაზე გაიმართა. მანქანის თავდაპირველის ვერსიის მაქსიმალურმა სიჩქარემ 408 კმ/სთ-ს მიაღწია. ახლა მისი მაქსიმალური სიჩქარე 431.07 კმ/სთ-ს უტოლდება. ძრავის სიმძლავრე 1020 ცხენის ძალას შეადგენს. რაც შეეხება აჩქარებას: ავტომობილი 100კმ/სთ სიჩქარეს მხოლოდ 2,5 წამში კრეფს. 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას – 7,3 წამში, ხოლო, 300კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას 16,7 წამში ახერხებს.

უახლოეს მომავალში, კომპანია ბუგატი აპირებს ამჟამინდელი კუპეს მოდიფიკაცია – ჰიპერქარი სახელად Veyron Super წარმოადგინოს. სავარაუდოდ, მანქანა აღიჭურვება 8,0 ლიტრიანი W16 ძრავით, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 1600 ცხენის ძალას გაუტოლდება. რა თქმა უნდა, სერიულ მანქანებში ეს ყველაზე სწრაფი ავტომობილი იქნება. 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 1,8 წამში შეძლებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 463 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ასევე, აღნიშნავენ, რომ ნახშირბადის ბოჭკოების ფართო გამოყენების წყალობით, ავტომობილი სავარაუდოდ 250 კილოგრამით მსუბუქი იქნება ამჟამინდელ მოდელ ბუგატი ვეირონ (bugati) Super Sport-თან შედარებით. ამასთან, ახალი ბუგატი ვეირონი უახლეს, აქტიურ აეროდინამიკურ ელემენტებსაც მიიღებს.

მოკლედ, ბუგატი ვეირონი ავტომოყვარულებს საკმაოდ შთამბეჭდავ მოდელს ჰპირდება.

კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდი: Bugatti 

ახლა, მოდით ბუგატი მოქმედებაში ვნახოთ. ჯეისონ კამიზა დაუნდობელ რბოლაში ერთმანეთს უპირისპირებს მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიურ სუპერ-მანქანებს. შეძლებენ ლამბორჯინ ავენტადორი, ლექსუს LFA და მაკლარენ MP4-12c სუპერ მანქანების მეფეს – ბუგატი (bugati) ვეირონს აჯობონ?





გადაცემა Top Gear  - ის წამყვანი ჯეიმს მეი ცდილობს ახალი და უფრო ძლიერი ბუგატი ვეირონით საკუთარი პერსონალური რეკორდი მოხსნას. გთავაზობთ ვიდეოს ავტო-შოუდან:

დამატებითი ვიდეოები იხილეთ Top Gear YouTube - ის არხზე. 

ბუგატი ვეირონი

ბუგატის რული

ბუგატი ვეირონის ავტოშოუ

ბუგატი გამოფენა

ბუგატი ვეირონის აუტოშოუ

აუტოშოუ

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8