ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

მერსედესი კლასების მიხედვით

04 აპრილი, 2016

ამჯერად, ავტობულდოგი მოკლედ მიმოიხილავს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარკის ავტომობილს – მერსედესს (mersedesi)

დღეს, ისევე როგორც ადრე, კომპანია მერსედესი  ასოცირდება ფუფუნებასთან, კომფორტთან და ხარისხთან. ჩვენს ეპოქაში, მერსედესის მარკის ხარისხის შენარჩუნებას ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებაც უწყობს ხელს. ამასთან, მერსედესი  კომპანიის პრინციპებს მკაცრად იცავს, რაც მიღებულ იქნა ჯერ კიდევ შორეულ 1901 წელს. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან როგორც წესი, ხარისხი ტრადიციიდანაც გამომდინარეობს.             (mersedesi)

პირობითად მერსედესის  მოდელები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: 1. მსუბუქი ავტომობილები; 2. კონცეპტ-მანქანები – საცდელი მომავლის მანქანები, რომლებიც გაუმჯობესებული მახასიათებლებით გამოირჩევიან; 3. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 4. სატვირთო მანქანები.

მსუბუქი მანქანები ნებისმიერი ავტომწარმოებლის პრიორიტეტია, მათ შორის მერსედესისთვისაც. (mersedesi) მერსედესის მსუბუქი მანქანები იყოფა კლასებად. მაგალითად, ა კლასი, ბ, კლასი, ც კლასი. თუმცა, ყველამ არ იცის, თუ რას ნიშნავს თითოეული კლასი.

მოდით, განვიხილოთ მერსედესის  ძირითადი და ყველაზე პოპულარული კლასები. მივყვეთ თანმიმდევრულად:

A კლასი – მერსედესის ყველაზე პატარა მანქანა „ჰეჩბექი“.

B კლასი – შეიძლება ითქვას, ეს არის ზომაში გაზრდილი ა კლასი.

C კლასი – მერსედესის  სედანი, უნივერსალი, კუპე. (ვინც არ იცის, აქვე იმასაც განგიმარტავთ, რომ სედანი არის ჩვეულებრივი საბარგულიანი მანქანა, უნივერსალი – ფურგონიანი, ხოლო კუპე კი ორკარიანი ავტომობილი)

(mersedesi) მერსედესის ეს სამი კლასის მანქანები მიიჩნევა, რომ განკუთვნილია საშუალო შემოსავლიანი ადამიანისთვის.

შემდეგ:

E კლასი – მერსედესის წარმომადგენლობითი მანქანა. მოხდენილი დიზაინით. მას უპირატესობას ანიჭებენ ბიზნესმენები და ოფიციალური პირები. საქართველოშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

G კლასი   – ჯიპი.

SL  კლასი – სპორტული ავტომობილები, გადასაწევი სახურავით.

M კლასი – ქროსროვერი, სხვაგვარად შეიძლება ქალაქის ჯიპიც ვუწოდოთ.

ასევე, არსებობს მერსედესის კიდევ სხვა კლასებიც, რომელთაც ავტობულდოგი მოგვიანებით, სხვა სტატიებში მიმოიხილავს.

ასევე იხილეთ მერსედესის ოფიციალური ვებ-გვერდი: Mercedes-Benz ;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიან მოიძიოთ აქ: Wikipedia

მერსედესის ისტორია წაიკითხეთ აქ: მერსედესი

A კლასი: (mersedesi)

B კლასი: (mersedesi)

C კლასი: (mersedesi)

E კლასი: (კუპე) (mersedesi)

G კლასი: (mersedesi)

M კლასი: (ML63-AMG)

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8