ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

ლამბორჯინი და მისი დეფექტი

04 აპრილი, 2016

ლამბორჯინიმ გამოაცხადა, რომ უკან იწვევს 1500 ავტომობილს – ლამბორჯინი გალარდო. ეს შეეხება  2004-დან 2006 წლამდე გამოშვებულ კუპესა და როუდსტერის ტიპის მანქანებს.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ლამბორჯინის სპეციალისტებმა საჭის სისტემაში დეფექტი აღმოაჩინეს, რაც  მის დეჰერმეტიზაციას იწვევს. კოროზიის გამო, შეიძლება სისტემის მილებიდან სითხემ გაჟონოს და ძრავის გახურულებულ ნაწილებზე მოხვდეს. ამ სითხეებს ცეცხლი ადვილად ეკიდება, რამაც შეიძლება მოძრაობისას ავტომობილის აალება გამოიწვიოს.

ამასთან, ლამბორჯინი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით,  ამ პრობლემით  კომპანიისთვის არავის მიუმართავს. ერთი თვის განმავლობაში, ლამბორჯინი დეფექტის შესახებ  აღნიშნული ავტომობილების მფლობელებს შეატყობინებს და მიიწვევს, რომ ეს პრობლემა უსასყიდლოდ აღმოფხვრას.

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8