ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

აუდი – ჰიბრიდი და ელექტრომობილი

04 აპრილი, 2016

აუდი მომავლის გეგმებს გვაცნობს. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ფირმის ყოველი მანქანა e-tron-ის ვერსიით იქნება წარმოდგენილი, ანუ ჰიბრიდული ან მთლიანად ელექტრონული მოწყობილობით აღჭურვილი.

ჯერ კიდევ 2007  წელს პირველი კომპანია, რომელმაც გამოაცხადა, რომ თითოეული მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებდა,  იყო ტოიოტა. მოგვიანებით, იგივე განცხადებით გამოვიდა პორშე. მათ არც აუდი ჩამორჩა.

აუდი მიიჩნევს, რომ  2020 წლისთვის ელექტროწევაზე მომუშავე მანქანების გაყიდვა ასი ათასს გადააჭარბებს. ამჟამად, კომპანია აუდი ელექტრომობილისა და ჰიბრიდის რამდენიმე მოდიფიკაციაზე მუშაობს.

აუდის პირველი სერიული ელექტრომობილი გახდება სპორტული მანქანა  R8 e-tron, რომლის წარმოებაში გაშვება  მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. შემდეგ მოდელი იქნება აუდი A3 ჰეჩბეკის ჰიბრიდული ვერსია. მისი გამოშვება 2014 წელს დაიწყება. შემდგომში, კომპანია აუდი აპირებს  A4 და Q7-ის მოდიფიკაციებიც გამოუშვას.

ასევე, იხილეთსტატია: ელექტრომობილი და ჰიბრიდი

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8