ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

იაპონური თუ გერმანული მანქანები?

04 აპრილი, 2016

ფასის თვალსაზრისით უპირატესობა იაპონურ მანქანებს (manqanebi) ენიჭებათ. მაგალითად, მიცუბიშის ყიდვა საწყისი კომპლექტაციით შესაძლებელია 15 ათას დოლარად. თუ სურვილი გექნებათ  სპორტულ ავტომანქანადაც გადააკეთებთ ისე, რომ მისი არც დრაგ-რეისინგზე  გამოყვანის შეგრცხვეთ. მიუხედავად ამისა, იაპონური მანქანების მომსახურეობა შედარებით ძვირი ჯდება. 

გერმანელები თვლიან, რომ ბმვ და მერსედესი სოლიდურ ადამიანებს უფრო შეეფერებათ. ძირითადი მასა 25 ათასი დოლარის ფარგლებში ახალი იაპონური მარკის ავტომანქანებს ყიდულობს. იაპონური მარკის ავტომობილებს შორის (მიცუბიში, ჰონდა, ტოიოტა და ნისანი) შეიძლება საინტერესო მოდელების შერჩევა, როგორიცაა მიცუბიში ლანსერი, ჰონდა სივიკი, მე-3 და მე-6 სერიის მაზდა, ტოიოტა ავენსისი, ნისან ალმერა.

რაც შეეხება გერმანულ ავტომობილებს (manqanebi) (ოპელის და ფოლქსვაგენის ზოგიერთი მოდელის გარდა), 25 ათასი დოლარის ფარგლებში მათი შეძენა არარეალურია.

გერმანული და იაპონური მანქანები ექსპლუატაციაში დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ წარმადგენლობითი კლასის გერმანული ავტომობილების სათადარიგო ნაწილები გაცილებით ძვირია. ევროპაში გერმანულ მანქანებს (manqanebi) მდიდრები ყიდულობენ, საშუალო კლასი კი უპირატესობას ძირითადად იაპონურ ავტომობილებს ანიჭებს.

არაერთმა იაპონურმა ფირმამ შექმნა დამატებითი ბრენდები, მაგალითად, ტოიოტამ -  ლექსუსი, ჰონდამ -  აკურა, ხოლო ნისანმა – ინფინიტი და ამ შვილობილი ფირმების საშუალებით თავისი პრესტიჟი მკვეთრათ გაზარდეს.

ტიუნინგის თვალსაზრისით იაპონური ავტომობილები უფრო მოსახერხებელია. წრიულ რბოლებსა და რალიშიც იაპონური მანქანები სხვებს სჯობს. მსოფლიოში  მათ სრული ამძრავის საუკეთესო სისტემა აქვთ.

გერმანულ ავტომანქანებს შორის საუკეთესო სპორტული მახასიათებლები აუდის (A4, A6 და RS 4, RS 6) აქვს, თუმცა, იაპონურ მანქანებს  ფასით მნიშვნელოვნად აღემატება. მათი სიმძლავრე 300-400 ცხენის ძალაა. ერთ-ერთ გამოფენაზე ნახმარი აუდი RS 70 ათასი დოლარი ღირდა, ხოლო ახალი მიცუბიში ევოლუშენი – 50 ათასი დოლარი.

იაპონური ავტომობილების (manqanebi) შენახვა გაცილებით იაფია და გარდა ამისა, ტიუნინგის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. გერმანელებისგან განსხვავებით, იაპონელები მრავალფეროვან დივაისებს გვთავაზობენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, როცა მსოფლიო ბაზარზე ჩინური მანქანები (manqanebi) მოიკიდებს ფეხს.

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8