ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

თუთიყუში კეა (ანუ მთის თუთიყუში)

22 თებერვალი, 2016

თუთიყუშები ცნობილი არიან, როგორც ფერადი, მეგობრულად განწყობილი ტროპიკული ჩიტები, რომლებსაც უყვართ ხილი და მარცვლეული. მრავალ ადამიანს ჰყავს სახლში თუთიყუში და გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ისინი მეკობრეების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ. თუმცა რაც შეეხება ახალ ზელანდიურ მთის თუთიყუშს კეას, ამ საკითხში გამონაკლისია. მისი წონა საშუალოდ 1 კგ - ია, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 1 მეტრს აჭარბებს. კეა ხორცისმჭამელი თუთიყუშია და ნადირობს პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რიგ შემთხვევებში – ცხვრებზე. დაფიქსირებულია, როგორ აგლეჯს ხოლმე კეა ცხვარს ქსოვილებს და ხარბად აცხრება ქონსა და ხორცს, რაც უმეტესწილად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. კეას ასევე შეუძლია მანქანის განათების წყობიდან გამოყვანა და ფანჯრის ჩამსხვრევა. მთაში მობინადრე კეა უხეშმა გარემომ ყველაზე მოხერხებულ თუთიყუშად და ერთ - ერთ უჭკვიანეს ფრინველად აქცია. საკბილოს ძიებისას ის შევარდენივით ნავარდობს და ჟღერადობაც მისი მსგავსი აქვს. ადამიანების მხრიდან გახშირებული ნადირობის გამო ამჟამად კეა საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლება.

 

ინფორმაციის წყარო

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8