ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

გამოყენების წესები

1.ინტერნეტის მომხმარებელთა მიერ საიტის SAS.GE გამოყენების საერთო წესები
ახლანდელი სამომხმარებლო შეთანხმება (შემდგომში მოხსენიებული – შეთანხმება) აწესებს პირობებსა და წესებს საიტ SAS.GE – ს (შემდგომში მოხსენიებული – საიტი) გამოყენებისათვის,მათ შორის:

საიტზე განთავსებული მასალების გამოყენების პირობები;

მომხმარებლების მიერ საიტზე მასალების განთავსების პირობები (ტექსტური მასალები და კომენტარები).

მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება გულისხმობს, რომ ეთანხმება და ვალდებულებას იღებს დაიცვას მოცემული შეთახმების, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა. მიმდინარე შეთანხმება ნაწილობრივ ან მლიანობაში შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, ამ შემთხვევაში კი მოხდება მომხმარებლის გაფრთხილება ხელშეკრულების ცვლილების შესახებ მორბენალ სტრიქონში განთავსებული განცხადების მეშვეობით. შეთანხმების რედაქტირებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.

2. SAS.GE – ზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების პირობა

აკრძალულია

2.1 საიტი შეიცავს მასალებს, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა და კანონით დაცული სხვა მასალებით, ასევე, მაგრამ არა მხოლოდ ტექსტები, ფოტომასალა, ვიდეომასალა, გრაფიკული გამოსახულებები, მუსიკალური და ხმოვანი ნაწარმოები.

ამასთან საიტზე არსებული ყველა ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებით, შექმნილი კოლექტიური შემოქმედებითი მუშაობის შედეგად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საავტორო და მასთან დაახლოებული უფლებების შესახებ.

„ SAS.GE “ – ს ეკუთვნის საავტორო უფლება გამოიყენოს საიტზე განთავსებული მასალები (მათ შორის მოახდინოს შერჩევის, განთავსების, სისტემატიზაციის და მონაცემების გადაკეთების, უფლება), გარდა საიტზე განთავსებული ცალკეული მასალებისა, რომლებშიც აღნიშნულია სხვა პირის ან ორგანიზაციის საავტორო უფლება.

შეთანხმების მოცემულ განყოფილებაში მითითებული მდგომარეობა ითვალისწინებს
„ SAS.GE “ – სა და მესამე პირების უფლებების დაცვას, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები საიტზე გამოქვეყნებულ მასალების („კონტენტზე“) გამოყენებაზე. ამასთან ყველა ეს პიროვნება უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი უფლებები, მითითებული მოცემულ შეთანხმებაში, დამოუკიდებლად.

2.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილება, მონაწილეობა მიიღოს გაყიდვასა და გაცვლაში, არ აქვს უფლება საიტზე არსებული ინფორმაციის მეშვეობით აწარმოოს მასალა, ნაწილობრივ ან მთლიანობაში, გარდა იმ შემთქვევისა, როდესაც ნებადართულია ადმინისტრაციის მიერ.

2.2 საიტზე არსებული ინფორმაციის სხვა ვებ-გვერდზე გამოყენების აუცილებელი პირობაა, ადმინისტრაციისაგან თანხმობის მიღება და სტატიის განთავსების ადგილზე უშუალოდ იმ გვერდის მისამართის მითითება, რომლიდანაც არის აღებული ინფორმაცია.

ნებადართულია

2.3 მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს საიტზე განთავსებული საავტორო უფლებებით დაცული ინფორმაცია, მაგრამ უფლებამოსილია გამოიყენოს იგი მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის.

2.4 მომხმარებელს შეუძლია გააზიაროს საიტზე არსებული ინფორმაცია თავისი სოციალური ქსელის კედელზე (თაიმლაინზე)

3. აკრძალული შინაარსის მქონე კომენტარები

3.1 მცდარი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით

3.2 უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მასალებში, კომენტარებში ან წერილებში.

3.3 სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება.

3.4 პირის საკონტაქტო ინფორმაციის (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის მონაცემები და ა.შ.) განსაჯაროება, თუკი ამას არ მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესები.

3.5 საავტორო უფლებების დარღვევა - კომენტარებში სხვისი სტატიის საკუთარი სახელით გამოქვეყნება.

3.6 აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა ერთადერთი მიზანია გარკვეული პროდუქტების და მომსახურების რეკლამირება / გაყიდვა და რომლებიც კავშირში არ არიან გამოქვეყნებულ მასალასთან.

3.7 აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების / კომენტარების გამოქვეყნება.

3.8 აკრძალულია მასალის არასამართლიანად გასაჩივრება.

4. ადმინისტრაციის პირობები

4.1 SAS.GE - ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს მომსახურება მომხმარებელს ამ მუხლში მოცემული წესების დარღვევის გამო.