ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

მომსახურების ხელშეკრულება

ქ.ქუთაისი                                                      7 იანვარი 2016 წელი

ერთის მხრივ მომსახურების სააგენტო „სოფია“ შემდგომში დამკვეთი და შპს „SAS.GE“ წარმოდგენილი მისი მენეჯერის სახით, შემდგომში შემსრულებელი, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით მოემსახუროს დამკვეთს მისი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად, ხოლო დამკვეთი  თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას არ დაარღვიოს სააგენტოს უფლებები და ასევე გადაუხადოს შემსრულებელს მომსახურების თანხა.

2.  მხარეთა უფლება - მოვალეობანი

დამკვეთის აკრძალვები და ვალდებულებანი:

2.1 პირად თუ ორგანიზაციის წარმომადგენლად თავის წარმოჩენა და ისეთი სახელით მომსახურების გამოძახება რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ოპერატორები და თანამშრომლები (მაგ.: ცნობილი და საჯარო ფიგურების სახელები, ორგანიზაციის დასახელებები, ადმინისტრატორი, მოდერატორიდა ა.შ.).

2.2 აკრძალულია თანამშრომლებისადმი შეურაწმყოფელი მოპყრობა და რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენა (რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა.)

2.3 აკრძალულია თანამშრომლების გამოყენება პირადი ეგოისტური მიზნებისათვის რაც თანამშრომლებს დააზარალებდა (მაგ: მომსახურების ღირებულების არ გადახდა, ნისიად საქმის შესრულების შეთავაზება ან უმიზეზოდ გამოძახება)

2.4 მომსახურების შეკვეთისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრის ან მისამართის მითითება. 

2.5 SAS.GE - ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს მომსახურება მომხმარებელს ამ მუხლში მოცემული წესების დარღვევის გამო.

შემსრულებელის ვალდებულებანი:

2.6 შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესაბამის შამუშაო ვადაში. 

2.7 შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამისი სამუშაო ხარისხიანად.

2.8 შემსრულებელმა შესრულებული სამუშაოს შემდეგ არ მისცეს მომხმარებელს პირადი საკონტაქტო ინფორმაცია მისი, როგორც ხელოსნის ცალკე გამოძახების მიზნით (სააგენტოს უნებართვოდ). 

2.9 არ გადასცეს სააგენტოს კონფიდენციალური მონაცემები მესამე პირს სააგენტოს ნებართვის გარეშე.

3.  მომსახურების გასამრჯელო

3,1 აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდულურად მომსახურებიდან გამომდინარე.

3.2 მომსახურების ღირებულებას და ფასდაკლებებს არეგულირებს მხოლოდ SAS.GE - ს ადმინისტრაცია ინდივიდულურად მომსახურებიდან გამომდინარე.

4. ბიზნესის წარმოების პირობები

4.1 აკრძალულია საკუთარი თავის SAS.GE - ს თანამშრომლად, წარმოჩენა და საკუთარი ბიზნესის SAS.GE – ს მარკით წარმოება თუ ეს შეთანხმებული არ არის SAS.GE - ს ადმინისტრაციასთან. 

4.2 აკრძალულია საკუთარ ბიზნესში ისეთი მომსახურების სერვისის წარმოება რომელსაც SAS.GE - ი და მისი თანამშრომლები, აწარმოებს  და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ასეთი სერვისი SAS.GE – ს საზოგადოებას აქვთ შემოტანილი სიახლის სახით და თავისი ინდივიდუალური მომსახურების ხაზგასასმელად. (მაგალითად: ისეთი სერვისის დანერგვა რომელიც იქნებოდა გარკვეული სიახლე მომხმარებლებისთვის და სხვა ქართულ კომპანიებს არ აქვს დანერგილი).

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები

5.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი საიტზე განთავსების მომენტიდან და ის არის მოქმედი მანამ სანამ მას SAS.GE – ს ადმინისტრაცია არ შეცვლის ან არ წაშლის და ახლით ჩაანაცვლებს.

5.2 ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას, მეორე მხარეს შეუძლია 6.1 პუნქტში გათვალისწინებული წესის დაცვით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. ფორსმაჟორი

5.3 შეუსრულებლობა არ განიხილება ხელშეკრულების პირობების დარღვევად თუ შესრულების შეფერხება ან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოებების შედეგი;

5.4 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან კავშირში მხარეების შეცდომებთან და დაუდევრობებთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით; 

5.5 ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარეთა ვალდებულებანი წყდება მხოლოდ დროებით და ახლდება ამ მდგომარეობათა დამთავრების შემდეგ. 

6. დავათა გადაწყვეტა

6.1 მხარე რომელსაც გააჩნია პრეტენზია მეორე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მას და დაუთქვას გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. 

6.2 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები 20 კალენდარული დღის ვადაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, საქმე განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. დასკვნითი დებულებები

7.1 წინამდებარე ხელშეკრულების საიტზე განთავსების დღიდან, ყველა წინამორბედი მოლაპარაკება და მიმოწერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით კარგავს იურიდიულ ძალას.